1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციამ უარი თქვას მანდატებზე და შევქმნათ საკონსულტაციო პარლამენტი – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში უარი თქვან მანდატებზე და ამის პარალელურად საკონსულტაციო პარლამენტი შეიქმნას.

”ლეიბორისტული პარტია ყოველთვის მიდიოდა ქვეყნისთვის კრიტიკულ მომენტში ერთად დგომის ფორმატისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამის გამო ვზარალდებოდით. რა თქმა უნდა, ახლაც იგივე მოსაზრებაზე ვართ, მაგრამ ამისთვის საჭიროა სამი რამ:

  • ყველა ოპოზიციონერმა დაწეროს განცხადება და შეიწყვიტოს პარლამენტის წევრობა;
  • ყველა ოპოზიციონერმა ხელი მოაწეროს მიმართვას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ქონების დასანქცირებაზე;
  • შეიქმნას პარლამენტის გარეთ საკონსულტაციო პარლამენტი ამ პარტიებისა და დეპუტატებისგან, რომლებიც მოამზადებენ გარდაუვალ ახალ არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად პარამეტრებს;

ეს ჩვენი სამი აუცილებელი მოთხოვნაა.” – აცხადებს ნათელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები