1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კანადამ პუტინსა და მის გარემოცვას ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

დაახლოებით 1 000 ადამიანს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კანადამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქციების სიაში მოხვდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო.

"პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას. პუტინის რეჟიმის ახლო თანამოაზრეებისა და მთავარი მხარდამჭერებისთვის, მათ შორის ამ არაპროვოცირებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ჩვენს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არის ერთ-ერთი იმ მრავალ გზას შორის, რომლითაც ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მის დანაშაულებებზე", - თქვა კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები