1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ჩემი შვილი - გიული ალასანია

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედობა – მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გადაცემას “ბაიასთან” სტუმრობდა.

“უკრაინაში ყოფნისას, ყოველთვის სევდა ჰქონდა თვალებში. ერთხელ თქვა, მირჩევნია მე იქ ციხეში ვიჯდე, ვიდრე აქ სასახლეშიო. ეს რომ თქვა შემეშინდა. ეს ადამიანი დაავადებული იყო ნოსტალგიით.

როდესაც გააკეთა განცხადება, რომ მოდის, ვუთხარი ჩამოვალ და ერთად წავიდეთ მეთქი. ირონიით გადმომხედა.

 

ახლა ის  ძალიან ცუდად არის, სასწრაფოდ უნდა გამოიყვანონ ამ მდგომარეობიდან. ეს მძიმე დაავადებაა. მეტი დაგვიანება არა შეიძლება, სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიყენა ჩემი შვილი. მისი კარგად ყოფნის ხდებოდა ეს და მისი ცუდად ყოფნის დროსაც ხდება. ყველა მდგომარეობაში სათავისოდ იყენებენ.

მას არაფერი არ უნდოდა, უნდოდა ფეხით შეხებოდა მიწას. ის ასეთია. ზოგადად ფრთხილი ადამიანია და ამიტომ მაფიქრებს რა მოხდა, რატომ ჩამოვიდა.

მას არასოდეს ეპარებოდა ეჭვი, რომ საქართველოში განსაკუთრებული ხალხია და ფიქრობდა, რომ ის იმსაუხრებს განსაკუთრებულ ცხოვრებას”, – ამბობს გიული ალასანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები