1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად მოგონილი ამბავია – მარგველაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ ადასტურებს “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გახდება. მისი აზრით, ეს ამბავი გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად მოიგონეს.

“100%-ით ტყუილია. 100%-ს რატომ ვამბობ, ამის არც შემოთავაზება არ ყოფილა, არც განხილვა, არც ჩემი გადაწყვეტილება არ არსებობს. 100%-ით მოგონილი ამბავია. ჩემი აზრით, გუშინდელი სკანდალური ჩანაწერის გადასაფარად. არანაირი განხილვა, შემოთავაზება, მოთელვა არ ყოფილა ბუნებაში. არის ხოლმე ამბები, 1% მართალია და 99%-ს მოაბამენ. ეს ასეთი ამბავიც კი არ არის. სრულიად მოგონილია” ,- უთხრა მარგველაშვილმა “რადიო თავისუფლებას”.

გამოცემის კითხვაზე, შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში, როგორი იქნებოდა მისი პოზიცია, მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი დამოკიდებულება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიმართ წლების განმავლობაში უცვლელია, იგი არ იზიარებს ამ პარტიის ღირებულებებს და შესაბამისად, ამ პარტიასთან თანამშრომლობა განხილვის საგანი არ იქნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები