1 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ექიმი ვერ შეგვყავს სააკაშვილთან და სააკაშვილი მოგვყავს პროცესზე, რომ ექიმებმა დასკვნა გააკეთონ” – ნიკა გვარამია

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ  იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ექიმი ვერ შედის, იძულებულები არიან, ის მიიყვანონ სასამართლო პროცესზე სიმპტომების მოსაყოლად და სპეციალისტებმა დასკვნა გააკეთონ.

მისი შეფასებით, პარადოქსული ვითარებაა:

“პარადოქსულ ვითარებაში ვიმყოფებით, ექიმი ვერ შეგვყავს სააკაშვილთან და სააკაშვილი მოგვყავს პროცესზე, რომ სიმპტომები მოყვეს, რომ ექიმებმა დასკვნა გააკეთონ. თქვენ წარმოგიდგენიათ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, ექიმი ვერ შედის ციხეში და პატიმარი გამოდის ციხიდან სიმპტომების მოსაყოლად, მე არ ვიცი რა ჰქვია ამას საერთოდ და მე გახსნებთ თქვენო ღირსებავ, ეს არის თქვენი იურისდიქცია სრულად, მათ შორის ამ პატიმრის ჯანმრთელობა, სიცოცხლის უფლება და მისი დარღვევა, არის სრულად თქვენი იურისდიქციის ქვეშ, მასაშადამე სრულად თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი”, – თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლო სხდომაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები