1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ვერ ვცნობ.. ძალიან მენანება ეს ადამიანი იმ პოზიციის გამო, რა პოზიციაც დღეს მას უჭირავს - გია გაჩეჩილაძე მარგველაშვილზე

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ნაბიჯები, ბოლო წლებში, გაურკვეველია. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა,

 

„წელიწადნახვარია მასთან ურთიერთობა არ მქონია. ის ბოლოს ჩემთან გადაცემაში იყო, ჩვენ ეთერშიც ბევრ რამეზე შევკამათდით და არ დაემთხვა ჩვენი აზრები ერთმანეთს, იმ წლებში, როდესაც ჩვენ ერთად ვიბრძოდით რეჟიმის წინააღმდეგ, ადამიანი არ არის ვინ იტყვის, რომ ამ ადამიანს მაშინ რამე ეშლებოდა. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა გიორგისთან და ვერ ვცნობ. რამ გამოიწვია ეს ამბავი, არ ვიცი. მე მასთან ძალიან ბევრჯერ მქონდა ლაპარაკი. პიროვნული გაღიზიანებების ამბავი უფრო მგონია, ვიდრე სახელმწიფოებრივი ხედვა. მე თვითონაც ვერ ვცემ პასუხს მის მოქმედებებს. თან ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს, რადგან ძალიან მენანება ეს ადამიანი იმ პოზიციის გამო, რა პოზიციაც დღეს მას უჭირავს“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები