1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარიუპოლისთვის ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია – აზოვის პოლკი

აზოვის პოლკი მიიჩნევს, რომ მარიუპოლისთვის ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია. ამის შესახებ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ რადიო თავისუფლებასთან განაცხადა.

„იმედი გვაქვს, ოპტიმიზმით ვიბრძვით და ველოდებით ჩვენი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადამწყვეტ ქმედებებს, რათა ქალაქის დებლოკადა მოვახდინოთ და მოვიგოთ ეს ომი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს [დებლოკადა] შესაძლებელია. არცერთ ექსპერტს და ანალიტიკოსს არ ეგონა, რომ მარიუპოლის დამცველთა მთელი ჯგუფი, მთელი გარნიზონი ამდენ ხანს გაძლებდა“, – თქვა სვიატოსლავ პალამარმა.

მანვე აღნიშნა, რომ მარიუპოლის დამცველებს ამჟამად აქვთ გამბედაობა, რათა იბრძოლონ და დაიცვან ქალაქი “როგორც საჭიროა”.

საგარეო მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მარიუპოლის განბლოკვისთვის უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება, ამიტომ მუშაობენ პარტნიორებთან მის მისაღებად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები