1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საუბარია 8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე და როდესაც ვიღაცეები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ სასაცილოა.. სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია - შოთაძე

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარი ? აღნიშნული კითხვის პასუხად, საქართველოს გენერალურ პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჩვეულებრივი პატიმარია.

„შემიძლია გითხრათ სამართლებრივად, თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი.

რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს, მთელი რიგი ექსპერტიზაა დანიშნული, ჩატარებულია საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და კიდევ ბევრია ჩასატარებელი. მას შემდეგ, რაც ამოიწურება ეს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ამ ქმედებას პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს და საზოგადოება ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობს“, – განაცხადა შოთაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ საქმეებზე, რომლებშიც სააკაშვილი ბრალდებული და მსჯავრდებულია. მისი თქმით საუბარია 8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე, “როდესაც ვიღაცეები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ, სასაცილოა”.

„აქ, საუბარია 8 მლნ ლარის არამიზნობრივ ხარჯვაზე. როდესაც ვიღაცები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც მილიონებზეა საუბარი. დადასტურებული ფაქტია, რომ ეს მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა და დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებაზე, მათ შორის, მისი მეგობრების ტაილანდის ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებაზე, ასევე დაიხარჯა კოსმეტიკურ პროცედურებზე, მისი კულინარიული ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე, როდესაც მზარეულები უცხოეთიდან ჩამოჰყავდა და ამაზეა საუბარი. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა თქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და მოუწევს პასუხისგება“, – განაცხადა შოთაძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები