1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსულმა ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი საევაკუაციოდ განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს

რუსულმა ძალებმა მარიუპოლისკენ მიმავალი, მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილი 11 ავტობუსი ხელში ჩაიგდეს,- ამის შესახებ უკრაინის მთავრობაში აცხადებენ.

მათივე ცნობით, რუსებმა ავტობუსები, მათი მძღოლები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების რამდენიმე თანამშრომელი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინიტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ ავტობუსები რუსულ საგუშაგოზე მანგუშის მახლობლად, მარიუპოლიდან 15 კილომეტრში დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ მარიუპოლს რამდენიმე კვირაა ბომბავენ და ქალაქში 100 000 მოქალაქე წყლისა და მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები