1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდება, ომში ისევ ისინი წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით და ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან, ვინც თავის დროზე გაიქცა - სუბარი

“დღეს, ჩვენ უკან საქართველო დგას და პასუხისმგებლობა გადის იმაზე, რომ ქვეყანას ომი ავარიდოთ. ავიცილოთ თავიდან ახალი მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფოებრიობის ჩამოქცევა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი აცხადებს.

სუბარი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ უნდა მასზე გაიმეოროს იგივე, რაც “ნაციონალურ მოძრაობაზე” – რომ საქართველოში არის რუსეთის მეხუთე კოლონა და მას ჰქვია ენმ ჰქვია.

უსუფაშვილი: ყველა გონიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ საქართველომ ომი არ უნდა დაიწყოს, ომში არ უნდა ჩაებას, მაგრამ თუ თავს დაესხმებიან, თავი უნდა დაიცვას

“ძალიან არ მინდა, რომ დავით უსუფაშვილზე იგივე გავიმეორო, რასაც “ნაციონალურ მოძრაობაზე” ვამბობ, რომ მათ აქვთ მეხუთე კოლონის რიტორიკა.

რაც შეეხება შიშს, აფხაზეთში, როგორც ერთი რიგითი ჯარისკაცი, ისე ვიბრძოდი და ყველაზე სახიფათო მიმართულება ავირჩიე, რაც შეიძლება, ომში იყოს, ეს არის განაღმვა.

ყოველი გასვლა იმას ნიშნავდა, რომ თვალებში სიკვდილს ვუყურებდი. ყოველი გასვლის წინ ამ შიშის დაძლევა მიწევდა, მაგრამ შიშს ვძლევდი, რადგან ჩემს ზურგს უკან სოხუმი იდგა და იქ ჩემი თანამებრძოლები იყვნენ.

დღეს, ჩვენ უკან საქართველო დგას და პასუხისმგებლობა გადის იმაზე, რომ ქვეყანას ომი ავარიდოთ. ავიცილოთ თავიდან ახალი მსხვერპლი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები და სახელმწიფოებრიობის ჩამოქცევა, რაც ბევრ პარტიას ასე ძალიან უნდა.

ღმერთმა არ ქნას, მაგრამ თუ რამე მოხდება, ომში ისევ ის ადამიანები წავალთ, ვინც თავის დროზე ვიყავით და ბუჩქებში ისევ ისინი დაიმალებიან და გაიქცევიან, ვინც თავის დროზე გაიქცა”, – თქვა სუბარმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები