1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა, სათანადო სამედიცინო დახმარება და ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი – კელი დეგნანი

მე ვერ ვისაუბრებ იმაზე, რაც ეხება მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემას, როგორც ვიცი, საჩივარი გააგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „უნდა იჯდეს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ციხეში”.

დეგნანის თქმით, რაც შეეხება კანონის უზენაესობას, სააკაშვილის მიმართ უნდა განხორციელდეს სათანადო მოპყრობა და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს სათანადო სამედიცინო დახმარება, სამართლიანი სასამართლო პროცესი.

„ის, რაც მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემას ეხება, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. როგორც ვიცი, მან საჩივარი გააგზავნა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც ეს საკითხები განიხილება.

რაც შეეხება კანონის უზენაესობას და კანონთან შესაბამისობას, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ მის მიმართ უნდა განხორციელდეს ისეთი მოპყრობა, რაც არის სათანადო, ჰქონდეს სათანადო სამედიცინო დახმარება, თუ ამის საჭიროება არსებობს და სამართლიანი სასამართლო პროცესი”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ელჩის განმარტებით, ეს მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობაა.

„ეს საკითხი არ არის ჩემი გადასაწყვეტი. რა თქმა უნდა, არსებობს კომისიის შექმნის შესაბამისი წესები და პროცედურები. ეს არის მთლიანად პარლამენტის უფლებამოსილება და მოვალეობა”, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები