1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზალკალიანი უკრაინის საგარეო მინისტრს ესაუბრა და თანადგომა გამოუცხადა – სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

უწყების ცნობით, საუბრისას დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში. მანვე აღნიშნა, რომ  საქართველოს  საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.

“მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.

ამ კონტექსტში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის ქვეყნების სუვერენული უფლება – აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები – არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება და გადაწყვეტილებები საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე.

სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო პლატფორმებსა და ორმხრივ რეჟიმში არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლის და პოზიციების გაზიარების მიზნით”,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები