2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პოლიციელი, რომლის გასროლილ ტყვიას თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია

პოლიციელი, რომან გაბრიაძე რომლის გასროლასაც მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

საქმე ეხება გასული წლის აღდგომის ღამეს, როდესაც მთვრალმა პოლიციელმა, თბილისში,ე.წ. კომენდანტის საათის დროს,  სახლის აივნიდან სამსახურებრივი იარაღიდან გასროლით, შემთხვევით მეზობელ კორპუსში მცხოვრები 50 წლის ქალი მოკლა.

”რადიო თავისუფლებისთვის” ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი,  სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს.

წყარო: რადიო თავისუფლება

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები