2 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს - მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიადამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მუშაობისკენ მოუწოდა, რათა აღმოიფხვრას მათ შორის არსებული პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაცია.

„ნატო გააგრძელებს მისი პარტნიორების ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე, საზღვაო მხარდაჭერით, გაერთიანებული წვრთნებითა და ინფორმაციის გაზიარებით. ჩვენ ასევე შევეხეთ საქართველოს საშინაო რეფორმებს და „ყოველწლიური ეროვნული პროგრამის იმპლემენტაციის“ საკითხს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედია დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე. მე, ასევე, მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები. ნატო ელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლის განვითარებაზეც ის ასე გულმოდგინედ მუშაობდა უკანასკნელი წლების განმავლობაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები