2 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე გაჩერდება - კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს და ფასების ზრდა გაჩერდება.

"ის გამოწვევები და სირთულეები, რომელიც პანდემიამ შექმნა, გავლენას ახდენს ინფლაციაზე. იყო ეკონომიკის ჩაკეტვები, რომელიც დღეს უფრო ნაკლებად ხდება, მაგრამ მოხდა. ამავე დროს, მოხდა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი და აქედან გამომდინარე, გაიზარდა ისეთი ხშირად მოხმარებადი საქონლის ფასი, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი. ეს ადგილობრივ ბაზარზეც აისახა და ამან გამოიწვია ფასების გაზრდა. ასეთ პირობებში, შეუძლებელია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ან რომელიმე ცენტრალურმა ბანკმა, საერთაშორისო ბაზარზე პანდემიით გამოწვეული დისბალანსი აღმოფხვრას და აქედან მომდინარე ინფლაციური შოკი ჩააქროს.  ის დაშვებაც უნდა გავაკეთოთ, რომ ფასების ზრდა დაუსრულებლად არ გაგრძელდება, რაღაც დონეზე აუცილებლად გაჩერდება და უკვე ამის შემდეგ, მისი ეფექტი იგივე თვიურ და წლიურ ინფლაციაში აისახება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2022 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. დიდი ალბათობით, რომ არა გამკაცრებული პოლიტიკა, დღეს ინფლაცია უფრო მაღალი იქნებოდა,"- განაცხადა კობა გვენეტაძემ

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები