0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მეუფე გრიგოლი – შეიძლება, ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და სასულიერო პირმა აზიაროს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა პატიმარი რომ აზიარა, მადლიანი საქმეა

მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი, უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს თუ არა, გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, – ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ ციხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ზიარების საკითხს.

მისი თქმით, ზოგჯერ არის რთული გარემო, როცა ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ არის, მაგრამ სასულიერო პირი აზიარებს.

„მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს ესაუბრება სულიერ თემაზე, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არ აზიაროს. გააჩნია კონკრეტულ ვითარებას, როცა ადამიანი საგანგებო-განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, ავად არის, ან რაიმე სხვა უკიდურესად რთული გარემოა, შეიძლება, მაშინ ადამიანი ნაშიმშილები კი არა, ნამარხულებიც არ იყოს და აზიაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა, ეს მადლიანი საქმეა,“- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, მეუფე გრიგოლის თქმით, პატიმრის მონახულება ყველა ქრისტიანის ვალია.

„პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ-ერთი დიდი სათნოებაა. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები