0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვიდეო ადასტურებს სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას – უკრაინის ომბუდსმენი

“ვიდეო ადასტურებს სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას”- ასე ეხმაურება, უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს სადაც ჩანს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 პენიტენციურ დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გავრცელებული ვიდეო ადასტურებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ექსპრეზიდენტზე და სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებები მოჰყავს მაგალითად, სადაც ნათქვამია, რომ დამამცირებელ მოპყრობად ითვლება ყველა ის მოპყრობა, რომელიც დაზარალებულს უჩენს შიშის და ტანჯვის განცდას.

“საქართველოს პენიტენციური სამსახურის ქმედებებით დაირღვა საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლი, ასევე გაერო-ს კონვენციის პირველი მუხლი, რომელიც წამებასა და სხვა არაადამიანურ ქცევებს, ასევე დამამცირებელ ქმედებებს ეხება. მოვუწოდებ გაერო-ს კომიტეტსა და ევროპის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტს, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების ქმედებების ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.

მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას დეტალურად გამოიძიოს სააკაშვილის უფლებების დარღვევა, რომელიც პირად უსაფრთხოებას ეხება. საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაყვანას, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება”, – ნათქვამია უკრაინის ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები