0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხვალ შეიძლება მე არ ვიყო, ხო?! ჩვენს პროგრამას სხვა მთავრობებიც გამოიყენებენ – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ 2 თვის განმავლობაში საუბრობდა ავარიულ შენობებზე, თუმცა ბათუმის ტრაგედიამდე პოზიციური მედიასაშუალებები ამას არ აშუქებდნენ.

მისივე განცხადებით, საზოგადოებებას წარუდგინეს ამ პრობლემიდან გამოსავალი, გეგმა, რომელსაც სხვა მთავრობებიც გამოიყენებენ.

“მთავარია დავდეთ პროგრამა თავისი წესებით, რეგულაციებით. ხვალ შეიძლება მე არ ვიყო, ხო?! გავა 10-15 წელი, იქნება ეს და პროგრამის საშუალებით შესაძლებლობა ექნება დედაქალაქის ყველა მთავრობას, რომ იხელძღვანელოს და ავარიული შენობა-ნაგებობები, საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილი არქიტექტურა ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული ტიპის მოწესრიგებული სახლებით”,– თქვა კალაძემ იმედის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, არ ღირდეს ავარიული შენობების განახლებაში ფულის დახარჯვა, რადგან 5-6 წელიწადში ისევ ავარიული ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები