0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ენმ-ის კრიტიკას მივუძღვენი, მაგრამ ხმას ვაძლევ მელიას – ხუხაშვილი

“ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ენმ-ის კრიტიკას მივუძღვენი, მაგრამ ხმას ვაძლევ მელიას”- ექპსერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი არასდროს ყოფილა და არც იქნება, თუმცა 30 ოქტომბერს არჩევნებზე ხმას, ენმ-ის თავჯდომარეს აძლევს. მისი თქმით, ნიკა მელია შეებრძოლება კორუფციას ნეპოტიზმსა და დაინტერესებული იქნება, შექმანს წარმაებული ლოკალური მოდელი სისტემაში. გია ხუხაშვილი ასევე თვლის რომ ნიკა მელიას მერობის შემთხვევაში,  სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი.

“მე არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები ნაც. მოძრაობის ამომრჩეველი.
უფრო მეტიც, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მათი ხელისუფლების ჯერ კრიტიკას, შემდგომ კი დაპირისპირებას მივუძღვენი ღარიბაშვილის, კობახიძის და ქართული ოცნების სხვა დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით.

ამასთანავე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ამ ქალაქის მკვიდრი, ხმას მივცემ ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს არის სწორი გადაწყვეტილება და აი, რატომ:
ნიკა მელია აუცილებლად ეცდება იყოს ეფექტური, შეებრძოლება კორუფციას და ამოძირკვავს პარტიულ, თუ სანათესავო ნეპოტიზმს ორი მიზეზით – ერთი, რომ დაინტერესებული იქნება შექმნას წარმატებული ლოკალური მოდელი სისტემურ ჭაობში სამომავლოდ და მეორე, სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებს ამას, რადგან ქართული ოცნების მართლმსაჯულება და ძალივანი სისტემა დამოკლეს მახვილივით იქნება მის თავზე აღმართული.

მოკლედ, სახელმწიფოებრივად გაჩნდება ძალაუფლების უზურპაციის გარღვევის პრეცედენტი, ჩემს ქალაქს უკეთესობა დაეტყობა და ეს ყველაფერი მოხდება ნაცების ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე.
სულ ეს არის…”- წერს ხუხაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები