0 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი არ დავუშვა მოძალადე რეჟიმის დაბრუნება – კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ამბობს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, არ დაუშვებს “მოძალადე რეჟიმის” დაბრუნებას.

„მეგობრებო, არჩევანი ძალიან მარტივია. ერთ მხარეს ვხედავთ ბოროტებას, ვხედავთ მოძალადეებს, სიძულვილის ენას, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში თავიანთი ვიდეოკლიპებით, თავიანთი სატელევიზიო გადაცემებით, ნახეთ უბრალოდ, რა ლექსიკით საუბრობენ, როგორი შეურაცხყოფით. ყველაფერს უპირისპირდებიან, ჩვენს ეკლესიას, სარწმუნოებას, კულტურას, ყველაფერ ძვირფასს, რაც კი გაგვაჩნია. ამის უფლებას არავის მივცემთ. არასდროს და ვერასდროს ვერ დაბრუნდება მოძალადე რეჟიმი ქვეყნის მმართველობაში. პირადად მე, მზად ვარ, სიცოცხლის ფასადაც კი ეს არ დავუშვა”,- ამბობს კახი კალაძე.

ის ნაციონალურ მოძრაობაზე სიძულვილის ენით საუბრობს, პარალელურად კი ამბობს, რომ “ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს სიძულვილი და ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით”.

“უნდა დასრულდეს ბოროტება, შეურაცხყოფები და ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველანი ერთად. სხვანაირად შეუძლებელია, რადგან დღეს ამ ქალაქს და ამ ქვეყანას რაც ყველაზე მეტად ჭირდება, არის მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა. სხვანაირად შეუძლებელია, მეგობრებო. შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე ფიქრი, კულტურის მიმართულებით რაიმე პროექტის განხორციელებაზე ფიქრი, თუ ქვეყანაში იქნა არეულობა, დაპირისპირება და ქაოსი.

ამიტომ, თითოეული თქვენგანის როლი ამ არჩევნებში არის მნიშვნელოვანი. ჩემი გაკეთებული საქმეები მიმაგრებს ზურგს, რომ თბილისელებს ვთხოვო მხარდაჭერა. ქალაქს დღეს ჭირდება ეს – განვითარება და აღმშენებლობა“, – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები