0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორც კი მეორე ტური მორჩება, სააკაშვილი აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას – კობახიძე

“როგორც კი მეორე ტური მორჩება, არათუ სააკაშვილი, ნაცმოძრაობაც აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”- ამის შესახებ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა.

” სააკაშვილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს აქტუალობას ციხეში, გამომდინარე იქედან, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი. 2 კვირა გვექნება ეს წინასაარჩევნო პერიოდი და ეს თემა დარჩება აქტუალური, მაგრამ როგორც კი მეორე ტური მორჩება, არათუ სააკაშვილი, ნაცმოძრაობაც აღარ უნდა ინარჩუნებდეს აქტუალობას. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სააკაშვილი დარჩება ციხეში 6 წელი, რანაირად შეინარჩუნებს აქტუალობას? ნაცმოძრაობა იქნება ნული აქტუალობით მოსარგებლე ძალა. მანამდე, ბევრი უნდა ვისაუბროთ იმ სიმახინჯეებზე, რაც დაკავშირებულია ნაცმოძრაობის ყოფნასთან ხელისუფლებაში და ოპოზიციაში.”- თქვა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები