0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა – მიხეილ სააკაშვილი

შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მამამისის მოწოდებას ეხმაურება და შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

„ნიკა, ძვირფასო, ბავშვობიდან არამხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა. ახლა ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჯანმრთელობა. ვაფასებ შენ მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ”, – წერს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც ციხიდან „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ გამოიტანა.

სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები