0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არ დაგიმალავთ, ჩემთვის ეს იყო მოულოდნელი, ფორმა კი სრულიად მიუღებელი – რულოვსი სააკაშვილის პირად ცხოვრებაზე

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი მისთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას. ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი სრულიად მიუღებელი. პირადი ემოციების მიუხედავად ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ“, - წერს სანდრა რულოვსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები