0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა, ეს არის საბჭოთა კავშირი !" - გია ბურჯანაძე

გია ბურჯანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2 დღეა სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი

ძალიან რთულია ამ ყველაფრის დანახვა. რაზეც ვაფრთხილებდით პოლიტიკოსებს ყველაფერი ახდა სამწუხაროდ. ვხედავთ, რომ დიდი გავლენის საპატრიარქოს სრულად უსმენდნენ და აკონტროლებდნენ.

დღეს 1 დაქლიქებით არის შესაძლებელი სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის მოსმენა. ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

უკანონო მოსმენის შემმოწმებელი და დამბალანსებელი არავინაა ქვეყანაში. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. 3 წელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოაქვს მოსმენების კანონზე. პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო და ძალიან გამეცინა (სწრაფად და ობიექტურად გამოიძიებენ). პარლამენტი ვერაფერს აკონტროლებს. სახელმწიფო ინსპექტორს არ აქვს შემოწმების მანდატი ამ სისტემაზე სრულად.

ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა.

ეს არის საბჭოთა კავშირი !

კომენტარები

მსგავსი სიახლეები