0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თუ სააკაშვილი ჩამოვა, პორშეთი დავხვდებით და მივაცილებთ პარლამენტამდე – ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას პორშეთი საქართველოს პარლამენტამდე ან პარტიის ოფისამდე მიაცილებენ.

“მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, პირობას ვდებთ, რომ ჩვენ ახალნაყიდი ელექტრო პორშეთი დავხვდებით და მოვიყვანთ საქართველოს პარლამენტში. ცოტანი სკეპტიკურები ვართ ამ ფაქტის მიმართ, მაგრამ თუ ჩვენი კოლეგა ამ ნაბიჯს გადადგამს, მზად ვართ მივაცილოთ ან საკუთარი პარტიის ოფისამდე ან პარლამენტამდე.

ათეულზე მეტად როცა იტყვი, რომ ჩამოვდივარო და აღარ ჩამოვდივარო, ჩემნაირ სკეპტიკურ ადამიანებს, შეიძლება გაუჩნდეთ ეჭვი, რომ ამ შემთხვევაშიც შეიძლება ვერ ჩამოხვიდე”,– თქვა ხვიჩიამ.

მისივე აზრით, სად აღმოჩნდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ციხეში თუ პარტიის ოფისში, ეს ივანიშვილთან მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.

“გააჩნია როგორ შეთანხმდებიან ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ბატონი მიხეილ სააკაშვილი – მე ასეთი ვერსია მაქვს, რომ დიდი ხანია ეს თამაში, რასაც ვუყურებთ, შეთანხმებულია მათ შორის. ეს ყველაფერი არ ხდება რაღაცნაირი შემთხვევითობით და დაუგეგმავად. შესაბამისად, ბატონი მიხეილ სააკაშვილი აქ რომ ჩამობრძანდება, ჩემს “ტესლაში” ჩაჯდება და იმით მოვა საქართველოს პარლამენტში თუ სადღაც სხვაგან, დახურულ დაწესებულებაში წავა, ეს იქნება ამ შეთანხმების ნაწილი”, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები