0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ინფიცირების 3886 ახალი შემთხვევა და 74 პაციენტი - ეპიდვითარება საქართველოში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 162 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 129 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 033 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 886 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 553 697-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.45%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.36%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 103 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 497 517.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 482 პირი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები