0 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რომ მეკითხებოდნენ ვირუსი რა ღამე დადის? ხო გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა - პაატა იმნაძე

ჩამოტვირთვა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების საკითხი მაშინ იყო აქტუალური, როდესაც სხვა ალტერნატივები არ არსებობდა, ამ ეტაპზე კი ალტერნატივა ვაქცინაციაა. პაატა იმნაძის თქმით, თავის დროზე ეფექტურობა აჩვენა ღამით გადაადგილების შეზღუდვამაც:

"შეზღუდვებმა აჩვენა თავისი ეფექტურობა, მე ისიც მახსოვს აქ რომ მეკითხებოდნენ ვირუსი რა ღამე დადის? ხო გამოჩნდა, რომ თურმე ღამე დადიოდა. შეზღუდვები რომ იყო ვირუსი ასე არ იყო ხო? აქედან გამომდინარე შეზღუდვებს ჰქონდა აზრი, როდესაც ჩვენ არ შეგვეძლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისათვის ალტერნატიული გზები," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები