0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო, ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სწრაფი ეკონომიკური აღმავლობაა. ა

" ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილში ჩვენ გვქონდა რეგიონში და ალბათ, მსოფლიოშიც უპრეცედენტო ზრდა, 45%-იანი ზრდა, მაისში 25%-იანი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში ჩვენ გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს, მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავალს, მეტ საქმეს და მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას. ბიზნესი ოპტიმისტურად არის განწყობილი. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და იცით, რომ გადავსებულია პრაქტიკულად სასტუმროები. ეს რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე", -განმარტა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები