0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ შეშფოთებულია შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოსამართლეების დანიშვნის გამო – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებას ეხმაურება და წერს, რომ ამის გამო აშშ ღრმად შეშფოთებულია.

“შეერთებულ შტატები ღრმად შეშფოთებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის”,– წერს ბლინკენი.

 

 

12 ივლისს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების და შარლ მიშელის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა 6 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.

ეს მოსამართლეები არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები