0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 ტელეკომპანიის ეთერი გათიშულია - ტელევიზიებმა მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად 24 საათით შეწყვიტეს

ამ წუთებში 4 ტელეკომპანიის ეთერი გათიშულია. ტელევიზიებმა მაუწყებლობა პროტესტის ნიშნად, 24 საათით შეწყვიტეს - "ტვ პირველის“, "მთავარის“, ფორმულას და "კავკასიის" ეთერში მხოლოდ იმ ჟურნალისტების სახელები და გვარები გადის, ვისაც 5-6 ივლისს თავს მოძალადე ჯგუფები დაესხნენ.

როგორც ტელეკომპანია "TV პირველის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვახტანგ წერეთელი განმარტავს, ეს არის ტელევიზიების მდუმარე პროტესტი 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გამო.  

ვახტანგ წერეთელმა შაბათს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქცია დაანონსა.  

"პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ 4-მა მაუწყებლობამ ერთად შეწყვიტა ეთერი. გუშინ რეგიონალური არხებიც გაითიშა. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი მდუმარე პროტესტით უფრო ხმამაღლა გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა. ჩვენ გეგმებს რაც შეეხება, შაბათს, 18:00 საათზე გვექნება დიდი აქცია რუსთაველზე," - ამბობს ვახტანგ წერეთელი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები