0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს - კულუმბეგოვი

„აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს“, - ამ შინაარსის პოსტს ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ში აქვეყნებს.

იმუნოლოგი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

საფრანგეთში ჯანდაცვის მუშაკებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა!

ასევე კლინიკაში, რესტორანში, კინოთეატრში, მოლში და ა.შ. შესვლისას ან უნდა წარადგინო ვაქცინაციის სერტიფიკატი ან PCR ტესტის პასუხი.

ვისაც არ უნდა აცრა, მაგრამ უნდა საზოგადოების ნაწილი იყოს, მაშინ ყოველ მესამე დღეს გადაიხადოს 150 ლარი ტესტში. დასკვნები ადვილად გასაკეთებელია.

აუცრელი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯებს სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს!

მგონი, დროა ვიმოქმედოთ, აიცერი და იყავი დაცული“, - წერს კულუმბეგოვი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები