0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია – ღარიბაშვილი

ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, მოსახლეობის 95% დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია, ხოლო ხელისუფლება იძულებულია მათ გადაწყვეტილებას დაემორჩილოს.

„ჯერ ერთი, აღლუმი რა სახელია?! მე ერთი აღლუმი ვიცი, ეს ჩვენი ჯარის აღლუმია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება. სხვა ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა ჩატარდეს განსხვავებული აზრის გამოსახატავად, ამისთვის ნებისმიერი სხვა სახის ლოკაცია არსებობს. პოლიციამ ლგბტ თემს სხვა ლოკაცია შესთავაზა.

პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% წინააღმდეგია დემონსტრაციულად, პროპაგანდისტული აღლუმის ჩატარების, ამას, მეგობრებო, ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ესაა ჩვენი მოსახლეობის აზრი და ჩვენ, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ამას უნდა დავემორჩილოთ. პოლიციამ დააკავა მოძალადეები. ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები