0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება“ – თემურ ჭყონია ხაზარაძის ინიციატივაზე

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თბილისის მერობისთვის იდეალური კანდიდატი ბიზნესმენი თემურ ჭყონია იქნება.

სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა თავად ჭყონია და აღნიშნა, რომ ჭყონია თბილისს არ სჭირდება.

„შოკში ჩავვარდი, ვერ წარმომიდგენია, მე რომ ვიჯდე ახლა კაბინეტში და ვიყო მერი. გადახედეთ თქვენს ნაცნობებს, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ და გეტყვიან, რომ მე ეგეთი ამბიციები არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი შეხედულება არ შეესაბამება ასეთ არაჩვეულებრივ ქალაქს. თბილისს სჭირდება ბრედ პიტი, თემურ ჭყონია არ სჭირდება“ – აცხადებს ბიზნესმენი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები