1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს პროცესი, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება -კელი დეგნანი

საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განუცხადა.

„საქართველოს მეგობრები, საეთაშორისო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს სჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ განხორციელდეს ქვეყნის მისწრაფება ნატო-ში გაწევრიანებისკენ. ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ და საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ამ ძალისხმევის მიღწევაში. ასე, რომ ჩვენ ძალიან მოხარულები ვიყავით, როდესაც საქართველოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა 19 აპრილს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მოიცავდა ასევე სასამართლო რეფორმაზე შეთანხმებას. ახლა ჯერი იმაზეა, რომ ის ვალდებულებები, რაც გაწერილია ამ ხელშეკრულებაში, შესრულდეს. ამ საკითხზე პარლამენტის და ასევე, „ქართული ოცნების“ თავმდომარესთან შეხვედრები მქონდა.

19 აპრილის შეთანხმებაში ძალიან კარად არის წარმოჩენილი ის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ეს ვალდებულებები უნდა შესრულდეს, რაც გულისხმობს უვადოდ მოსამართლეების განწესების დროებით შეჩერებას მანამ, სანამ არ მოხდება ინკლუზიური და ფართო დებატები სასამართლოს რეფორმაზე. 19 აპრილის შეთანხმებაში მხარეებმა დადეს პირობა, რომ განახორციელებდნენ ძალიან ფართო, ამბიციურ რეფორმას მართლმსაჯულების სისტემაში, თუმცა, ეს დღემდე არ განხორციელებულა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს რეფორმის თაობაზე დისკუსია და მსჯელობა იყოს ინკულუზიური პროცესი. ზუსტად ეს გახლავთ 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა კანდიდატები, ახლა პარლამენტის უფლებამოსილებაა, დროებით შეაჩეროს ეს პროცესი მანამ, სანამ რეფორმის სრულად განხილვა მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება ქართველი ხალხისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

თავის განცხადებაში კონგრესმენმა შაჰინმა და ჯონსონმა ხაზი გაუსვეს იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის. სწორედ ამ მხარდაჭერას ვუწევდით საქართველოს ბოლო 25 წლის მანძილზე და ჩვენ ახლაც მზად ვართ იგივე გავაგრძელოთ“,-განაცხადა დეგნანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები