1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან ქორწინების სახლები იხსნება

დღეიდან 9 თვიანი პაუზის შემდეგ ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარება შესაძლებელი ხდება. საქართველოს მასშტაბით, ქორწინების სახლები იხსნება.

„9 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალის ჩატარების მომსახურება. უპირველეს ყოვლისა პორტალზე უნდა დაჯავშნოთ ვიზიტი იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ან ჩვენს ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც თქვენ შეძლებთ, რომ გააკეთოთ ქორწინების თაობაზე განაცხადი.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ მთელი ეს ცერემონიალი ჩატარდება პანდემიის შესაბამისი რეგულაციების სრული დაცვით“ – განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ზურაბ სანიკიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები