პოლიტიკა
გახარიას გუნდმა კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
2021-06-07 15:08:30
ჩამოტვირთვა
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიხილეთ 4 ივნისს მოქმედი მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის უმძიმესი ბრალდებები, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება. ბატონმა ირაკლი კობახიძემ. როცა ამ ბრალდებებზე საუბრობდა, ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სამართლებრივი პასუხები სჭირდება, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება საკუთარ პოლიციას, გმირ პოლიციელებს, ჯარისკაცებს დასდოს უაპელაციოდ ბრალი და ამაზე არ აგოს პასუხი. დღეს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართეთ იმ უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ იქნა გაჟღერებული, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ყველა ასეთ ბრალდებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ გამოძიებამ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გარშემო არსებობს, უნდა გასცეს პასუხი",- განაცხადა ბერდიამ.
კომენტარები