1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში არცერთი ყვითელი ავტობუსი აღარ იმოძრავებს – კახა კალაძე

წლის ბოლოსთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს, ეს ეხება როგორც ავტობუსს, ისე მიკროავტობუსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტის მოწესრიგება მთავარ პრიორიტეტებში შედის. 

„სატრანსპორტო პოლიტიკაში მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, ავტობუსების განახლების ჩათვლით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით. შეიძლება ყველა ქუჩა, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველგან ვერ მოვახერხეთ, თუმცა რაც შეეხება საავტობუსე ზოლების გაჩენას, დახაზვით სამუშაოებს, მაქსიმალურად ვცდილობთ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელზეც არის ძალიან დიდი ყურადღება გამახვილებული, თავისუფლად შეძლოს გადაადგილება.

ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული, და მოწესრიგებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები