პოლიტიკა
6-7-თვიანი მსჯელობის შემდეგ ენმ-მ გადაწყვიტა, წავიდეს მარცხჯვნივ - თალაკვაძე
2021-05-31 12:29:43
"ქართული ოცნების" წევრი, არჩილ თალაკვაძე ენმ-ის გადაწყვეტილების შესახებ, შევიდეს პარლამენტში, თუმცა, ხელი არ მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმებას, აფასებს, როგორც "წასვლას მარცხჯვნივ".
"ჩვენი ქვეყნის პარტნიორების, საზოგადოების და ხელისუფლების პასუხისმგებლიანი ქმედებების შემდეგ პოლიტიკური პროცესი დაბრუნდა ნორმალურ კალაპოტში, საპარლამენტო ცხოვრებაში ჩაერთო ოპოზიცია. 6-7-თვიანი მსჯელობის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გადაწყვეტილება, წავიდეს მარცხჯვნივ. ზუსტად ასე შევაფასებდი მათ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ მათ თან უნდათ პარლამენტში ყოფნა, თან არ სურთ შეთანხმებაზე ხელის მოწერა", - თქვა თალაკვაძემ.
კომენტარები