პოლიტიკა
ვისი დაჭერით ემუქრება ქართული ოცნება კახიშვილს და რა ფულის დაბრუნებას შეპირდა დეპუტატი ხელისუფლებას?
2021-05-23 14:36:51
“ქართული ოცნების” დეპუტატმა კახა კახიშვილმა რამდენიმე დღის წინ, პარტიიდან წასვლა დააანონსა, რაც მისი თანაგუნდელებისთვის არც თუ ისე მოულოდნელი აღმოჩნდა.
უკვე დიდი ხანია, რაც ბევრმა იცის დეპუტატის სავარაუდო კორუფციული სქემების შესახებ, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, კახიშვილთან ერთად, მისი სიძე და მეგობარი, მიხეილ ბინიაშვილი არიან გარეული.
საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, პროკურორი შოთაძე ივანიშვილის გადაწყვეტილებას ელოდა იმის თაობაზე, დაესაჯა თუ არა, კახიშვილი და მისი სავარაუდო დამფინანსებელი ბინიაშვილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით მითვისების საქმესთან დაკავშირებით.
თუმცა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა კახიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ ღია ეთერში ისაუბრა, ვითარება ოდნავ შეიცვალა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების წევრები კახიშვილს დაემუქრნენ, რომ თუკი ის პარტიას დატოვებდა, მაშინ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ და ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, კახიშვილთან ერთად, მის სიძესა და აგრეთვე სავარაუდო დამფინანსებელს, მიხეილ ბინიაშვილსაც დაიჭერდნენ.
დეპუტატმა კახიშვილმა უკან დახევა გადაწყვიტა. უფრო მეტიც, თავისუფლების სანაცვლოდ, მან, სავარაუდო კორუფციული სქემებით ნაშოვნი ფულის დაბრუნების დაპირება გასცა.
წყარო გვიყვება, რომ თაღლითურ სქემაში მონაწილე რამდენიმე პირმა, რომლებიც გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, დეტალურად აღწერეს სავარაუდო კორუფციული სქემა და კონკრეტული გვარებიც დაასახელეს.
საქმე, დიდი ალბათობით, ბინიაშვილის გარემოცვამდე და შესაბამისად, ისნის მაჟორიტარ დეპუტატამდე, კახი კახიშვილამდე მიდის.
მეტიც, ეს საქმე გახმაურებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც.
ევროპელი პენსიონერები დღემდე ითხოვენ მათი სახელმწიფოსგან, მოხდეს ოფიციალური რეაგირება აღნიშნულ თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით.
ახლა საინტერესოა, სავარაუდო გარიგებაში მყოფ საქართველოს ხელისუფლებას, რა პასუხი ექნება ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებთან და როგორ იმართლებს თავს უცხოელ კოლეგებთან.
კომენტარები