1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიაში არსებულ კორუფციულ სქემებზე..ფიგურირებს კალაძის გარემოცვა, ვიცე-მერ ხმალაძის ჩათვლით” - კაპანაძე

მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, სამოქალაქო აქტივისტი და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ მერიაში არსებულ მსხვილ კორუფციულ სქემაზე ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა და გამოძიებაც მიმდინარეობს

"ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება თბილისის მერიაში არსებულ მსხვილ კორუფციულ სქემებზე. 

საქმე ეხება უკანონი ნებართვებსა და დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მითვისება-გაფლანგვას, რომელშიც ფიგურირებს კალაძის გარემოცვა, ვიცე-მერ ხმალაძის ჩათვლით. 

ჯერ მასალებს აგროვებენ. თუმცა, როგორც ჩანს, თუ კალაძე უარს იტყვის ივანიშვილის მორჩილებაზე და დამოუკიდებელ თამაშსს გადაწყვეტს, იქნება დაჭერებიც. 

ზუსტად ასე იქცევა პუტინი რუსეთში და ზუსტად პუტინივით იქცევა ივანიშვილიც - საქართველოში."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები