პოლიტიკა
"ვრცელდება სატელეფონო შეტყობინებები, მათ შორის ქართულ ენაზეც, რომელიც შესაძლოა ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული" საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს
2021-05-14 09:59:40
საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ განცხადებას ავრცელებს.
“საგანგებო გაფრთხილება ისრაელის თავდაცვის ძალებიდან ღაზას სექტორის მიმდებარედ 4 კმ. მანძილზე მცხოვრები მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში სავალდებულოდ უნდა დარჩეს თავშესაფრებში და დაცულ, ტყვიაგაუმტარ ოთახებში.
ამ პერიმეტრში ჩვენი თანამემამულეები არ იმყოფებიან, მაგრამ ინფორმაცია ვავრცელებთ აუცილებლობიდან სერიოზული საფრთხიდან გამომდინარე,” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიდევ ერთ განცხადებაში საელჩო აღნიშნავს, რომ ვრცელდება სატელეფონო შეტყობინებები, მათ შორის ქართულ ენაზეც, რომელიც შესაძლოა ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
“მასიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თქვენთან სხვადასხვა ინდექსიდან სატელეფონო ზარი შემოვიდეს და ეს ტერორის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
ამგვარი სმს-ების ქართული თარგმანიც ვრცელდება. არ მიაქციოთ ყურადღება მსგავს გზავნილებს. ოფიციალური და საჭირო ინფორმაცია გავრცელდება საელჩოს ან/და ელჩის ოფიციალური გვერდიდან.
კომენტარები