პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - მინდა ჩვენს ოპონენტებს მივულოცო, რომ გადალახეს ბარიერი, თავის თავში იპოვეს ძალა და ფრთხილად, მაგრამ მაინც აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა
2021-05-13 15:23:33
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
"ამ გზაზე სიარული მარტივი ნამდვილად არ არის და ეს ყველამ ვიცით. კომპრომისების გარეშე ეს არის წარმოუდგენელი. საერთოდ არავის ემახსოვრება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვინ რა დაგვაბრალა ან რამდენჯერ გადათქვეს თავისი ნათქვამი რომელიღაც პარტიის ფორმალურმა თუ არაფორმალურმა ლიდერებმა, კრიმინალმა ლიდერებმა, მაგრამ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება საქართველოს ისტორიის ყველაზე პოზიტიური ფურცელი იქნება,“- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციამ ბარიერი გადალახა, საკუთარ თავში ძალა იპოვა და თუმცა ფრთხილად, მაგრამ მაინც აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა.
„მინდა, ჩვენს ოპონენტებს მივულოცო ის, რომ დღეს, როგორც იქნა, გადალახეს რაღაც ბარიერი, თავის თავში იპოვეს ძალა, რომ ძალიან ფრთხილად, მაგრამ მაინც არჩევნების ლეგიტიმურობა პირველად ეღიარებინათ,“- განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები