მსოფლიო
“17 წლის წინ, 2004 წლის 6 მაისს, მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისტორიული სიტყვები: ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია” - ნახეთ, რა ისტორიულ ფაქტს იხსენებს გიორგი კაპანაძე?
2021-05-06 11:42:49
მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, სამოქალაქო აქტივისტი და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შესაძლოა ბევრმა არც იცის რომ ზუსტად 17 წლის წინ, 2004 წლის 6 მაისს, აჭარის მშვიდობიან რევოლუციაში, მიშასთან და გუნდთან ერთად, ლომის წვლილი აქვს შეტანილი ზურაბ ადეიშვილს.
ადამიანს, რომელიც დაეხმარა ხალხს რომ გაემარჯვა ფეოდალზე და მოეპოვებინა თავისუფლება.
ზუსტად 17 წლის წინ, 2004 წლის 6 მაისს, მიხეილ სააკაშვილმა თქვა ისტორიული სიტყვები: ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია.
დადგება დრო და ყველანი ერთად ვიტყვით: ბიძინა გაიქცა, საქართველო თავისუფალია.
გიორგობას გილოცავთ და გამარჯვებას გისურვებთ."
კომენტარები