1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩემი ცხოვრება სიცარიელით სავსეა” – თინა ხიდაშელის ემოციური სტატუსი

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ამბბს, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში მისი ცხოვრება სიცარიელით სავსეა.

“ჩემი ცხოვრება ბოლო სამი თვის მანძილზე ორი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს – სიცარიელით სავსე!

დიახ, შესაძლოა უცნაურ სიტყვათა კომბინაციად მოგეჩვენოთ, მაგრამ სწორედ ასეთია ის – სამთვიანი სიცარიელით სავსე! რომელსაც ყოველ დილით უკვე ოთხმოცდამეათედ გადაწერილი წამლების განრიგის, ან სისხლის ანალიზების, ან კიდევ რომელიმე სხვა მსგავსი პროცედურების წარმატებით მართვის გეგმა და მერე საღამოს გადახაზული ფურცელი ახარებს. ზუსტად იგივე, რაც 45-ე ან 67-ე დღეს იყო. მაგრამ მაინც, ყოველ დილით საგანგებო გულმოდგინებით თავიდან ვგეგმავ.

იცით რას ნიშნავს სიცარიელით სავსე დღეები?

– არაფერი რომ არ ხდება,

– საერთოდ არაფერი იცვლება,

– საერთოდ გამქრალია დინამიკა,

– ყოველი დღე ზუსტად წინას იდენტურია, ამინდიც კი უინტერესო და არაფრის მთქმელია; მაგრამ ამასობაში ყოველ საღამოს სახლში ვბრუნდებით რაღაცის მიღწეულის განცდით დაღლილი, კმაყოფილი, წელში გამართული.

რატომ გიყვებით ამას. ალბათ უფრო იმიტომ, რომ სამწუხაროდ მხოლოდ მე არ მიდგას ამგვარი სიცარიელით სავსე დღეები. დღევანდელ საქართველოში სწორედ ამ სიცარიელით სავსე დღეების „მიღწევები“ და შემდეგ მათზე ტელეეკრანებიდან საუბრები მაშინებს ყველაზე მეტად.

თუ კარგად დააკვირდებით ზუსტად იგივე ხდება გარეთ, ხელისუფლება, ოპოზიცია, მედია, ექსპერტები, უკლებლივ ყველა ამ სიცარიელით სავსე სპირალშია ჩართული და შედეგიც სახეზეა – გაჩერებული, უფუნქციო, გამოწვევებსა და სირთულეებთან განკლავება უუნარო ქვეყანა.

თუ ეს სიცარიელე არ დავძლიეთ გამოსავალი არ იქნება, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ქვეყანა კიდევ უფრო დიდი სიჩქარით იმოძრავებს განწირულის გზაზე.

რა თქმა უნდა, მეც ჩემი რუტინა უნდა შევცვალო. უნდა ავდგე და ვიარო, თუნდაც იმის რისკის ფასად, რომ რა თქმა უნდა აუცილებლად წავიქცევი, მაგრამ თუ არ ავდგები და არ ვცდი, სიარულს თავიდან თუ არ ვისწავლი შესაძლოა ვეღარასოდეს გავიარო, და არ ღირს თუნდაც მორიგი წაქცევის შიში სიარულზე უარის თქმად.

ქვეყანასაც რისკიანი, მათ შორის შესაძლოა წაბორძიკებისა და წაქცევის რისკის ფასად, ახალი სიცოცხლე, სიცოცხლით სავსე დღეების გამრავლება ჭირდება დასადგურებული სიცარიელის ნაცვლად! მხოლოდ აქ არის შესაძლო მორიგი წარმატებების და გამარჯვებების ფორმულა!“,-წერს თინა ხიდაშელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები