1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აპირებენ დანაშაული აპატიონ 20 ივნისის ჯალათებს“ - გიორგი კაპანაძე ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექტზე

მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, სამოქალაქო აქტივისტი და ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე 20 ივნისის თემაზე ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.

"სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე" - ამონარიდი ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტიდან.

ყველა პირი არის გახარია, კობახიძე, ჩუბინიძე, ზონდერი და მეთოფე პოლიციელები... ყველა პირი არის 20 ივნისის ყველა ჯალათი.

მარტივად რომ ვთქვა: ხელისუფლება აპირებს თვალების ამომთხრელების, უკანონო ბრძანების გამცემებისა და პოლიციელების ძალადობრივი დანაშაულის ამნისტირებას.

კერძოდ: კანონპროექტის მეორე მუხლში წერია რომ: "ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე".

შესაბამისად, ამნისტია ვრცელდება მაგალითად, სსკ-ის 333-ე  (სამსახურებრივი უფლებოსილების გადამეტება - გახარია, ჩუბინიძე, კობახიძე), 126-ე (ძალადობა - ზონდერი პოლიციელების მიერ დემონსტრანტების ცემა) და 118-ე (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება - დათვზე განკუთვნილი ტყვიებით ხალხის დაცხრილვა) და სხვა მუხლებზე. 

მოკლედ:

ეს არის ისტორიის გადაწერის მცდელობა. 

ეს არის დანაშაული.

ეს არის ხელმომწერი ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

P.შ: კიდევ ერთი ნაღმი: ამ კანონპროექტში სპეციალურად მოიფიქრეს ნორმა ნიკა მელიას მიმართ რომ ამნისტია მხოლოდ მას შეეხება, ვინც უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.“, - წერს გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები