1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მშვიდობით, ჩემო დიდო გულშემატკივრო, დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო…“ – თამარ ივერი

თამარ ივერი  ქართველი ქორმაისტერის, შალვა შაორშაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„. დანა კბილს არ მიხსნის შენი ასე უდროოდ წასვლის გამო…

მშვიდობით შალვა. საოცარი ფოტო, და სულ რაღაც 5 წლის წინანდელი ოპერის თეატრის რესტავრაციის გამო, 6-წლიანი პაუზის შემდგომი „აბესალომ და ეთერის“ პრემიერის რეპეტიცია. ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებთან ერთად მუშაობის პროცესში.

დღემდე ძალიან მტკივა ჩემთვის უსაყვარლესი ბატონი გიზო ჟორდანიას გარდაცვალება და დღეს ძალიან მიჭირს რომ დღეიდან წასულთა რიგებში ჩვენი უსაყვარლესი ქორმაისტერი შალვა შაორშაძეც უნდა მოვიხსენიო. ამ ადამიანების ხელში გავიზარდე და „დავფრთიანდი“ და ყოველი მათგანის წასვლით….თითო სხივი მიქრება ჩემს შინაგან სამყაროში. ნათელი და სანთელი არ მოჰკლებოდეს თქვენს სულებს თქვენი საქმის დიდო ოსტატებო“, – წერს თამარ ივერი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები