მსოფლიო
ვოლსკი: ენმ-ს მიზანი იყო, მელიასგან წამებული გმირის ფიგურა შეექმნა, ეს არ გამოვიდა
2021-05-04 13:12:15
პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ “ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა” და ის გირაოს უნდა დათანხმდეს.
მისივე თქმით, ნიკა მელიასგან “წამებული გმირის” ფიგურა ვერ შეიქმნა.
“ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი – მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ნიკა მელიას ადვოკატებით დასრულებული – იყო ის, რომ როგორმე მელიასგან წამებული გმირის ფიგურა შეექმნათ. ეს არ გამოვიდა! საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რასაკვირველია, პოლარიზებულია იმ სტრატეგიასთან და გეგმასთან, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. მელია ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული”,– განაცხადა ვოლსკიმ და აღნიშნა, რომ აბსურდია, თითქოს მელიას ციხეში ყოფნა ხელისუფლებას აწყობს.
„გააფთრებით იბრძოდნენ, რომ მელია როგორმე ციხეში წასულიყო. ახლა გააფთრებით იბრძვიან, რომ თუკი გირაოს დასთანხმდა, როგორმე სახე შეინარჩუნონ. ეს არის დილემა, რის წინაშეც ეს კონკრეტული პარტია დგას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კომენტარები