1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა

პოლიტიკოსმა შალვა შავგულიძემ პარლამენტში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირა.

დოკუმენტი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტმა უკვე ჩაიბარა.

ცნობისათვის, ამნისტიის კანონპროექტის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განცხადებები გაკეთდა, რომ პარლამენტში უმრავლესობის შემუშავებული კანონპროექტის პარალელურად ოპოზიციის ალტერნატიული პროექტიც დარეგისტრირდებოდა.

დღეს საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ იმსჯელეს ოპოზიციაში, რის შემდეგაც ალტერნატიული კანონპროექტის დარეგისტრირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შესაბამისად, 2019 წლის 19-20 ივნისის საქმეზე ამნისტიის შესახებ პარლამენტს 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტის განხილვა მოუწევს. კანონპროექტების ინიცირება მომავალი კვირის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები