პოლიტიკა
პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა
2021-04-27 17:56:13
პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა.
შეწყალების აქტი მან დღეს, 27 აპრილს გამოსცა.
"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!". - განაცხადა მან.
სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების პირობა 19 აპრილს დაასახელა.
მან თქვა, რომ შეწყალების აქტს გამოსცემს, თუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება - ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, მეორე მხრივ კი ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგება".
კომენტარები