მსოფლიო
“თამარ ჟვანიას გადადგომა არ არის არც შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე”
2021-04-23 13:06:24
თამარ ჟვანიას გადადგომა არ არის არც შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე-ასე უპასუხა ქართული ოცნების წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტის შეკითვას, უნდა გადადგეს თუ არა, ცესკო-ს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია:
“რაც შეეხება ქალბატონ თამარ ჟვანიას, რომელიც საკმაოდ კომპეტენტურია და კარგად უძღვებოდა საარჩევნო პროცესებს, მისი გადადგომა-არ გადადგომის საკითხი ნამდვილად არ არის არც პოლიტიკური შეთანხმების აქტში და არც ოპოზიციის საქმე. აქ მთავარია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება მოხდება ისე, როგორც ეს წერია შეთანხმებაში” – ამბობს მაჭარაშვილი.
კომენტარები